Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

The premiere issue of 2023 of the "Public Law Journal" of the Faculty of Law was published

გამოქვეყნდა იურიდიული ფაკულტეტის „საჯარო სამართლის ჟურნალის“ 2023 წლის პირველი ნომერი, რომელიც აერთიანებს 6 აკადემიურ სტატიას საჯარო სამართლის სფეროში. პირველ გამოცემაში ნაშრომები ქართველმა და უცხოელმა ავტორებმა წარმოადგინეს.

 

გამოცემაში იხილავთ:

 

  • პროფ. გერდ ვინტერისა და პროფ. კობა ყალიჩავას სტატიის თარგმანს, სახელწოდებით: „სამართლის ტრანსფერი და შინაგანი დინამიკა ტრანსფორმაციულ ქვეყნებში: საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის განვითარების მაგალითი“;
  • პროფ. ბესარიონ ზოიძის სტატიას ქართულ სამართალში ფორმალიზმის შესახებ, რომელიც განხილულია უპირატესად საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით;
  • პროფ. კობა ყალიჩავასა და ლია შატბერაშვილის სტატიას სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი ასპექტების შესახებ ევროინტეგრაციის კონტექსტში: შედარებითი ანალიზი;
  • პროფ. ნორბერტ ბერნსდორფის სტატიის თარგმანს, სახელწოდებით: „ადამიანის ძირითადი უფლებები ევროპულ კავშირში: ძირითად უფლებათა ქარტიის მნიშვნელობა – რომელიც დღემდე ვერ გახდა ევროპული კონსტიტუცია“;
  • პაატა ჯავახიშვილის სტატიას, სახელწოდებით: „საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ნეგატიური კანონმდებელი და მისი კანონშემოქმედებითი ტრანსფორმაცია ქართულ სამართლებრივ სინამდვილეში“;
  • თამარ შავგულიძის სტატიას სახელწოდებით: „განგრძობადი აღიარებითი სარჩელი ქართულ ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში – ქართული და გერმანული სამართლის შედარება“.

 

საჯარო სამართლის ჟურნალი 2022 წელს თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე დაფუძნდა და არის რეცენზირებადი და რეფერირებადი პერიოდული გამოცემა, რომელიც ქვეყნდება წელიწადში ორჯერ ქართული და უცხოენოვანი (ინგლისურ-გერმანული) გამოცემების სახით. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შედგება თსუ-ს და ევროპის უნივერსიტეტების პროფესორებისგან.